logo
ENG



შესაძლებელია, ბოკოვის თანამზრახველები საქართველოშიც არიან - გვარამია გაბუნიას საქმეზე

19 ივნ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვს საქართველოში თანამზრახველები ჰყავდეს. 

გვარამიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართული სავრაუდოდ ამ საქმეში. 

"შესაძლებელია, რომ ბოკოვის თანამზრახველები საქართველოშიც არიან. თანამზრახველების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც მქონდა ინფორმაცია, გამოძიებას მივაწოდე. გარკვეული პერიოდის განმავლობაშ მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. თუმცა არ ვიცი რამდენიმე ადამიანის მიერ ხდებოდა ეს. შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 


close დახურვა